Akaki kvantaliani biography sampler
Marjanishvili street.
ცნობილი ქართველები: აკაკი კვანტალიანი - კვირის პალიტრა
მან გვიან დაიწყო მსახიობობა, მიხვდა, რომ ეს საქმე მისი იყო და ბოლომდე უნდა გაჰყოლოდა.
Kvantaliani.1907 წლის 27 დეკემბერს დაიბადა, სამტრედიაში. 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ამავდროულად ბავშვობიდან გამოყოლილ ოცნებას თავისებურად ასხამდა ფრთებს, - თბილისის მუშათა თეატრში წარმოდგენებში მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს "ფილოლოგობდა" (სანდრო ჟორჟოლიანის მსგავსად), მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს სფერო ისე არ იტაცებდა. 1928 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კინოშიც სცადა ბედი და გამოუვიდა კიდეც.
Marjanishvili hotel
მაყურებელმა ძალიან შეიყვარა აკაკი კვანტალიანი. მის მიერ გასახიერებული როლები კი დღემდე დაუვიწყარია.
"უდიპლომო სასიძო", "აბეზარა", "პიერი, მილიციის თანამშრომელი", "ჩვენი ეზო", "მაია წყნეთელი", "გიორგობისთვე", - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც აკაკის უთამაშია და დაუვიწყარი სახეები შეუქმნია.
კიდევ იყო ერთი, ვაჭარი "მაგდანას ლურჯადან", რომელიც თავად აკაკის არ